08 ივნისი 2026,   07:52
ვრცლად
საბაჟო გამშვებ პუნქტებში - "ყაზბეგი" და "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - "ყაზბეგი" და "სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა გადამოწმებისას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კუთვნილი ბარგის და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 1 049 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

"არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 252 432 ლარი შეადგინა. აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები