26 ნოემბერი 2026,   13:09
ვრცლად
დეზინფორმაციის მხოლოდ "სიმართლისა და ტყუილის" პრინციპით განსაზღვრა ვერ იმუშავებს და მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამს წყალს - "გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის" წარმომადგენელი დენი როჯერსი

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები მოიცავს შიდა არქივს - გასაიდუმლოებულ მემორანდუმებს, დახურულ მიმოწერებს და ჩატებს. მასალები დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სუვერენულ სახელმწიფოებში ხელისუფლებების დამხობისა და ფერადი რევოლუციების ორგანიზების მთავარი ოპერაციული ინსტრუმენტი იყო.

გაშიფრული სქემით, სამიზნე ქვეყნებში ხელისუფლების შესაცვლელად USAID-ი და პარტნიორი ფონდები რამდენიმე მიმართულებით მუშაობდნენ.

USAID-ის ფაილებით, სადაც ფიგურირებენ სააგენტოს ადმინისტრატორი სამანტა პაუერი და სხვა მაღალჩინოსნები დგინდება, რომ მიმდინარეობდა არასაჯარო გარიგებები ტექნოლოგიურ გიგანტებთან. მეთოდები კი იყო პოლიტიკური ცენზურა და კონტენტის წაშლა, მედიის შავი სიების შედგენა, საარჩევნო და საინფორმაციო სპეცოპერაციები.

გამოქვეყნებულ ფაილებს თან ახლავს ვიდეო მტკიცებულებებიც, სადაც USAID-ისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების მაღალჩინოსნები სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებს უტარებდნენ ტრენინგებსა და აძლევდნენ მითითებებს არჩევნებით მანიპულირების, სადეზინფორმაციო კამპანიების წარმოებისა და ხელისუფლებების დამხობის შესახებ.

"გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის" წარმომადგენლის დენი როჯერსის განცხადებით, დეზინფორმაციის მხოლოდ "სიმართლისა და ტყუილის" პრინციპით განსაზღვრა პირდაპირ მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს.

"დეზინფორმაციის მხოლოდ "სიმართლისა და ტყუილის“ პრინციპით განსაზღვრა ვერ იმუშავებს და პირდაპირ მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამ სტატიების უდიდესი ნაწილი ფაქტებით რომ გადაამოწმოთ, დადასტურდება, რომ ისინი სიმართლეა", - აცხადებს "გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის" წარმომადგენელი დენი როჯერსი.

დღის ამბები