დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს, მისი ირანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მერცმა "არ იცის რაზე ლაპარაკობს". ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social წერს.
"გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს! ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მძევლად იქნებოდა აყვანილი. ახლა ირანთან დაკავშირებით ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც სხვა ერებს ან პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ეკონომიკური და სხვა კუთხითაც ასე ცუდად აქვს საქმე!" - წერს ტრამპი.
ცნობისათვის, მერცმა გუშინ განაცხადა, რომ ირანი შეერთებულ შტატებს "ამცირებს".