06 აგვისტო 2026,   12:59
ვრცლად
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სხდომის დაწყებამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტმა შიომ, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

დღეს დაასახელებენ უმაღლესი სასულიერო პირები იმ სამ კანდიდატს, რომელთაგანაც ეკლესია ახალ პატრიარქს აირჩევს.

რამდენიმე საათში უნდა გახდეს ცნობილი თარიღი, როდის გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრება.
წესდების თანახმად, არჩევნები 16 მაისამდე უნდა დასრულდეს. გადაწყვეტილებას სინოდის წევრი მღვდელმთავრები მიიღებენ.

პატრიარქის ტახტს დაიკავებს ის, ვინც კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობას, სულ მცირე, 20 ხმას მოაგროვებს. დღევანდელ სხდომას 38 მღვდელმთავარი ესწრება.

დღის ამბები