07 აგვისტო 2026,   01:06
ვრცლად
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დანაკარგი, ეს არის მართლმადიდებლური სამყაროს დანაკლისი - ირაკლი ჭეიშვილი პატრიარქზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განვლილ გზას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე იხსენებენ პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ილია მეორე იყო ხალხისთვის სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ადამიანებს.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქი მთელი მართლმადიდებლური სამყაროს დანაკლისია.

"ეს არის ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანი, რამხელა ღვაწლი და სიყვარული ჰქონდა ეს ყველამ ნახა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დანაკარგი, ეს არის მართლმადიდებლური სამყაროს დანაკლისი,"- აცხადებს ჭეიშვილი.

დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

დღის ამბები