03 აგვისტო 2026,   16:33
ვრცლად
"დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" - ახალი სასწავლო კურსი პედაგოგებისთვის

"დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო" - ახალი სასწავლო კურსი პედაგოგებისთვის. პროექტს ცესკო განათლების სამინისტროსთან ერთად ატარებს.

კურსის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტი პედაგოგი საარჩევნო სწავლების მიმართულებით პრაქტიკულ გამოცდილებას ეცნობა. საჭირო ინფორმაციას მასწავლებლები მოგვიანებით მოსწავლეებს გაუზიარებენ.

"ვიმყოფებით ლაგოდეხში, სადაც განათლების ადგილობრივ რესურსცენტრთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც უკავშირდება არჩევნებს და დემოკრატიას და იმ უფლებებს და ინფორმაციას, რაც უკავშირდება საარჩევნო საკითხებს ზოგადად", - აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

დღის ამბები