კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა. მხარეებმა ბაზარზე არსებული გამოწვევები, მათ შორის, ინტერნეტის ხარისხი და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა განიხილეს.
გოგა გულორდავამ კომისიის ხედვა წარმოადგინა და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.