07 აგვისტო 2026,   20:03
ვრცლად
"საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ისტორია ცნობილია რელიგიათაშორისი და კულტურული ტოლერანტობით" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ჩვენი ქვეყნის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში, ცნობილია რელიგიათაშორისი და კულტურული ტოლერანტობით" - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში დღესაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი მეგობრულად ცხოვრობს.

"ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს. ამ გზაზე საქართველო ყოველთვის მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მრავალსაუკუნოვანმა მართლმადიდებლური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს.

ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიათაშორისი და კულტურული ტოლერანტობით − საქართველოში დღესაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი მეგობრულად ცხოვრობს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი თბილისი, სადაც ერთმანეთის გვერდით აღმართულია მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. ეს მემკვიდრეობა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გავუზიაროთ მსოფლიოს.“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები