18 ივნისი 2026,   11:54
ვრცლად
ირანმა ვალდებულება აიღო "ჰორმუზის სრუტე აღარასდროს დახუროს" - ტრამპი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა აიღო ვალდებულება "ჰორმუზის სრუტე აღარასდროს დახუროს". განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა - წერს CNN-ი.

"ის [ჰორმუზის სრუტე] აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა და ამერიკული აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე "სრულად გაიხსნება" კომერციული გემებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე.

დღის ამბები