18 ივნისი 2026,   19:08
ვრცლად
"დიდი ხანია ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია, დაახლოებით 34 წელია. ეს ხვალ მოხდება. შესანიშნავია" - ტრამპი ისრაელისა და ლიბანის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "შესანიშნავ" ფაქტს უწოდებს. 

"ჩვენ ვცდილობთ, ისრაელისა და ლიბანის ურთიერთობებისგან გარკვეული დისტანცია შევქმნათ. დიდი ხანია, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია, დაახლოებით 34 წელია. ეს ხვალ მოხდება. შესანიშნავია!" - დაწერა ტრამპმა ოთხშაბათს TruthSocial-ზე. ამასთან, ტრამპის თქმით, ამ ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრის შემდეგ განცხადებებსაც გააკეთებენ, თუმცა სად გაკეთდება ისრაელი-ლიბანის ლიდერების განცხადებები, შტატების პრეზიდენტი ამ დეტალებს არ აკონკრეტებს.

CNN-ის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა. 

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, ვაშინგტონში, ისრაელსა და ლიბანს შორის 40 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა, მოლაპარაკებების მიუხედავად, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

დღის ამბები