ირანის დელეგაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს ადგილობრივი დროით 1 საათზე (აღმოსავლეთის დროით დილის 4 საათზე) შეხვდება, რაც, როგორც ჩანს, ამერიკულ მხარესთან ნებისმიერი დიპლომატიური შეხვედრის წინაპირობაა. წერს CNN-ი, პაკისტანის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის შესაძლო მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, თუმცა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ.
პაკისტანის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანი კვლავ აფასებს აშშ-ს პოზიციას და ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება შაბათს გვიან დაიწყოს, თუმცა ეს დღის განმავლობაში მოვლენების განვითარებასთან არის დაკავშირებული.