18 ივნისი 2026,   14:33
ვრცლად
ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩავიდა - CNN

CNN-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა. 

როგორც ცნობილია, ტრამპსა და მის გუნდს საკუთარი 15-პუნქტიანი წინადადება აქვთ. ეს გეგმა სრულად არ გასაჯაროებულა, თუმცა ამბობენ, რომ ის მოიცავს ირანის ვალდებულებას - "არ იქონიოს ბირთვული იარაღი, დათანხმდეს თეირანის თავდაცვის შესაძლებლობების შეზღუდვასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას".

აშშ-ის დელეგაციამდე კი, პაკისტანში ირანის დელეგაცია ჩავიდა. 

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით გაიმართება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია.

"ყველას გთხოვთ, ილოცოთ, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს," - თქვა მან.

დღის ამბები