18 ივნისი 2026,   19:57
ვრცლად
ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდასაჭერად ისრაელი ლიბანზე დარტყმებს შეამცირებს

 

NBC News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანსა და აშშ-ს შორის მომავალი მოლაპარაკებების წინ ლიბანზე დარტყმებს "შეამცირებს". 

"მე ვესაუბრე ბიბის და ის ამ საკითხზე თავშეკავებულს იქნება. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებულები უნდა ვიყოთ", - განუცხადა ტრამპმა NBC News-ს ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. 

ტრამპი ამბობს, რომ ის "ძალიან ოპტიმისტურად" არის განწყობილი, რომ ისლამაბადში მოლაპარაკებების დროს სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, "ირანი თანხმდება ყველა იმ საკითხზე, რაზეც უნდა დათანხმდეს" და მისი ოფიციალური პირები "ბევრად უფრო გონივრულები ​​არიან, როდესაც პრესასთან არ საუბრობენ".

დღის ამბები