ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 9 აპრილის შესახებ წერს.
"9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის მიერ 1989 წელს ჩადენილ სისასტიკეს. დღეს, 37 წლის შემდეგ, პატივს მივაგებთ იმ 21 დაღუპულ ქართველს და ასობით დაშავებულს, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას“, - წერია საელჩოს ტექსტში.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა. დიპლომატმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.