31 ივლისი 2026,   21:25
ვრცლად
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, დაჯილდოვდა მასმედიის 34 წარმომადგენელი, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთში დაიწყეს და აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

 

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, მასმედიის ის 34 წარმომადგენელი დაჯილდოვდა, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთში დაიწყეს და წლების განმავლობაში აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

გამართულ ღონისძიებაზე მათ მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე.

დღის ამბები