უკვე სამი საათია პარლამენტში, დროებითი კომისიის ფარგლებში, მსხვილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
კომისიის სხდომაზე მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა ორშაბათს შედგა.