03 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
გელა უძილაურმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ არანაირი შემხებლობა არც გიორგი ჯოხაძეს და არც მიქაძეებთან, კონკრეტულ მკვლელობასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ - გიორგი ჯოხაძის ადვოკატი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი შედგა. დაცვის მხარის მოწმის რანგში გამოიკითხა მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებული გელა უძილაური.

მისი მტკიცებით, გამომძიებლებმა მას ძმებ მიქაძეებისთვის ხელი დადება და მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელება გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ მოსთხოვეს, თუმცა, რეალურად, ის მათ საერთოდ არ იცნობს. უძილაურმა საქმესთან დაკავშირებით უარყო კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის კავშირიც.

გელა უძილაურს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. მკვლელობის დამკვეთად საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოს ხდომაზე დაადასტურა, რომ არანაირი შემხებლობა არც გიორგი ჯოხაძესთან და არც მიქაძეებთან, კონკრეტულ მკვლელობასთან დაკავშირებით არ ქონია.

"გელა უძილაურის საქმე რომ დასრულდებოდა, ბრალდების მხარე იმედოვნებდა, რომ გელა უძილაური აუცილებლად დაადებდა ხელს ამ კონკრეტულ პირებს. დასრულდა გელა უძილაურის საქმე, გელა უძილაურმა სასამართლოს ხდომაზე დაადასტურა, რომ არანაირი შემხებლობა არც გიორგი ჯოხაძეს და არც მიქაძეებთან, კონკრეტულ მკვლელობასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. გიორგი ჯოხაძემ აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ. ხანგრძლივად ისაუბრა თუ რა პირადი ანგარიშსწორება ჰქონდათ ერთმანეთთან მას და ლევან ჯანგველაძეს", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

 

დღის ამბები