07 აგვისტო 2026,   10:42
ვრცლად
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მეასე, საიუბილეო გამარჯვებისთვის "სეტანტას სპორტსის" მიერ შექმნილ ბანერზე ვერ მოხვდა - მმართველი გუნდი სპორტული არხის მხრიდან პოლიტიკურ ცენზურაზე საუბრობს

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მეასე, საიუბილეო გამარჯვებისთვის "სეტანტას სპორტსის" მიერ შექმნილ ბანერზე ვერ მოხვდა. ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის, იტალიის, უკრაინის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის ადგილი სხვადასხვა დროის საქართველოს ნაკრების სახეებით აწყობილ ქარდზე არ მოიძებნა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბანერზე არც "მანჩესტერ სიტისა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია გამოსახული - მმართველი გუნდი სპორტული არხის მხრიდან პოლიტიკურ ცენზურაზე საუბრობს. კანონმდებლების თქმით, "სეტანტამ" მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესების გამო ქართული სპორტის ისტორიის გადაწერას, უშედეგოდ შეეცადა.

დედაქალაქის მერი, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია, არც ოპოზიციაში უარყვეს, თუმცა სპორტული არხის ქმედების გამართლება მაინც სცადეს. თქვეს, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ცენზურის ფაქტებზე მეტად სხვა თემებზე საუბარია მნიშვნელოვანი.

ოპოზიციას მხრიდან "სეტანტას" კრიტიკისთვის თავის არიდება არხის პოლიტიკური სიმპათიების ლუსტრაციაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლებმა დღეს განმარტეს, რომ კახა კალაძისა და მიხეილ ყაველაშვილის ეროვნული ნაკრების სახეებიდან ამოღების მცდელობა, დაბალი ხარისხის პროპაგანდისტული ნაწარმის ტირაჟირების მცდელობაა, რაც რეალობას ვერასდროს შეცვლის.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დამოუკიდებლობის ისტორიაში მეასე საიუბილეო გამარჯვება ლიეტუვასთან 29 მარტს მოიპოვა. მატჩი საქართველოს სასარგებლოდ ორბურთიანი სხვაობით, გიორგი მიქაუტაძის დუბლის წყალობით დასრულდა.

დღის ამბები