18 ივნისი 2026,   21:46
ვრცლად
ირლანდიაში მდებარე ევროპის უდიდესი ქარხანა, თითქმის მთელ პროდუქციას რუსეთში აგზავნის - OCCRP-ის გამოძიება

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ალუმინის მიწოდებაზე, რომელიც უკრაინაში ომის დროს რუსულ სამხედრო წარმოებას კვებავს, კვლევითმა ორგანიზაციამ OCCRP, გამოძიების მასალები გამოაქვეყნა.

კვლევაში ნათქვამია, რომ ირლანდიაში მდებარე ევროპის უდიდესი ქარხანა, თითქმის მთელ პროდუქციას აგზავნის რუსეთში - კერძოდ, დერიპასკას ქარხნებში. იქედან მიღებული ალუმინი მიდის მოსკოვის ტრეიდერ Aluminium Sales Company-სთან, რომელიც ამ ალუმინს ყიდის ევროკავშირის მიერ სანქცირებულ 40-ზე მეტ რუსული იარაღის მწარმოებელ კომპანიაზე.

ეს კომპანიები აწარმოებენ რაკეტებს, ტყვიას და სხვა შეიარაღებას, რომელიც უკრაინაში სამოქალაქო მსხვერპლს იწვევს. როგორც გამოძიება აღნიშნავს: ალუმინის ექსპორტი რუსეთში 2022 წლის შემდეგ გაიზარდა და ლეგალურია, რადგან ევროკავშირმა აკრძალა მხოლოდ რუსული ალუმინის იმპორტი, მაგრამ არა ალუმინის ექსპორტი რუსეთში.

დღის ამბები