08 ივნისი 2026,   11:56
ვრცლად
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2003 წელს დაბადებული ა.კ.-ს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველ ეტაპზე დგინდება, რომ ახალგაზრდა ქალი საქართველოში, მიმდინარე წლის 16 მარტს ჩამოფრინდა, რის შემდეგაც დედაქალაქში მდებარე სასტუმროში დაბინავდა. ა.კ.-ს თანმხლები პირის გადმოცემით, მან და ახალგაზრდა ქალმა, სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" მოიხმარეს. დილის საათებში კი მამაკაცმა ა.კ. გარდაცვლილ მდგომარეობაში აღმოაჩინა.

ცხედარს რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ა.კ. - ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, გამოძიების ფარგლებში, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა," - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

დღის ამბები