18 ივნისი 2026,   19:28
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილს ავრცელებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი თავდადება და სულიერი მსახურება ქართველი ხალხის წინაშე ფასდაუდებელია და დიდხანს დარჩება მეხსიერებაში", - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები