11 აგვისტო 2026,   05:25
ვრცლად
"უნეტარესი ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი მწყემსმთავრობა იყო რწმენის, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის განსახიერება" - ნიკოლ ფაშინიანის სამძიმრის წერილი საქართველოს პრემიერს

პატრიარქის გარდაცვალების გამო ქართველ კოლეგას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, სამძიმრის წერილი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოუგზავნა.

"ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ.

უნეტარესი ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მწყემსმთავრობა იყო რწმენის უზენაესი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის განსახიერება. მისი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარების, საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.

სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს. ამ მძიმე დანაკლისის ჟამს გისურვებთ სულიერ სიმტკიცესა და გამძლეობას" - წერს ფაშინიანი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები