02 აგვისტო 2026,   08:37
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს განიხილეს ძმები მიქაძეების და ჯოხაძის ეპიზოდი, რომლებსაც მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად.

პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ამ საქმეზე უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი გელა უძილაურს, მკვლელობის დამკვეთად კი დასახელებულია ოთარ ფარცხალაძე.

ადვოკატ შორენა ნიქაბაძის თქმით, რაც მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე არ არსებობდა, ბუნებრივია, რომ ვერ იარსებებს დასკვნით ეტაპზეც.

"რაც მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე არ არსებობდა, ბუნებრივია, ვერ იარსებებს დასკვნით ეტაპზე. დაახლოებით ერთი კვირა კიდევ უნდა დასჭირდეს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევას, მერე კი უკვე დაცვა დაიწყებს თავისი მტკიცებულებების წარმოდგენას", - განაცხად ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთშეთავსებადი მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

"გამოვიკვლიეთ ვიდეო მასალა, დეტალური ინფორმაცია და მომდევნო პროცესზე გაგრძელდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდებულების, მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის მიმართ არსებულ საქმეზეც ბრალდების მხარე მტკიცებულებები გამოკვლევის კონტექსტში დასასრულისკენ მიდის. შესაბამისად, ჩვენი მტკიცებულებების დასრულების შემდეგ, უკვე დაცვის მხარის რიგი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთშეთავსებადი მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ყველაფერს დეტალურად ჩავშლით დასკვნით სიტყვაში, სადაც ყველა მტკიცებულებას ერთობლიობაში განვიხილავთ და ჩვენი პოზიცია რომ მართალია, ამას დავანახებთ სასამართლოს", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები