01 აგვისტო 2026,   23:34
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს ჩვენება მოკლულის მამიდაშვილმა მისცა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა მოკლულის მამიდაშვილმა. მიხეილ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მძღოლთან, რომელიც ამავდროულად, დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა, ბევრი კითხვა აქვს.
ბერძენიშვილმა გაიხსენა მკვლელობის დღეს განვითარებული მოვლენებიც.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოწმემ განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძე ერთადერთი ვისგანაც საფრთხეს ელოდა, ეს იყო ფარცხალაძე და მიქაძეები.

"დაიკითხა ლევან ჯანგველაძის მამიდაშვილი, რომელიც მუდმივად თან ახლდა ლევან ჯანგველაძეს, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში. მან დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები, რომ ის ელოდა საფრთხეს ფარცხალაძის და მიქაძეების მხრიდან. ასევე, დაადასტურა ის შეხვედრები, რომელიც ერთის მხრივ, განხორციელდა ოთარ ფარცხალაძესთან, არა მხოლოდ პირადი შეხვედრები იყო, არამედ იყო სატელეფონო კომუნიკაცია სხვა პირებთან, სადაც ნახსენები იყო როგორც მიქაძეები, ასევე ფარცხალაძე. ასევე, დაასახელა მიქაძეებთან ცალკე შეხვედრის ეპიზოდები. და მოწმემ განმარტა, რომ ლევან ჯანგველაძე ერთადერთი ვისგანაც საფრთხეს ელოდა, ეს იყო ფარცხალაძე და მიქაძეები. კონკრეტულად, ისიც დაადასტურა, რომ ბოლო გაფრენის დროს, ეს ეხება როდესაც 2025 წლის 23 თებერვალს წავიდა საქართველოდან, მან დაუბარა მოწმეს, რომ აპირებდა დაბრონილი მანქანის ჩამოყვანას და ასევე, რადგან მისი უსაფრთხო გადაადგილება ქვეყანაში უკვე ვეღარ იქნებოდა , ასევე განუმარტა რომ ეტარებინა არა მარტო ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ სამი მჭიდი," - აცხადებს პროკურორი.

გამოძიება ძმებს, გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. საქმეზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური. მკვლელობის შემკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

დღის ამბები