02 აგვისტო 2026,   05:35
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში უკანონო ხე-ტყის შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში უკანონო ხე-ტყის შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა.

უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული 7 კუბური მეტრამდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარი მოქალაქეებს სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული.

შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დღის ამბები