ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
"დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათთან დაპირისპირება და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება. როდესაც ვთქვი, რომ ველოდებით მათ, ეს არ ნიშნავდა, რომ ველოდებით ომის გაგრძელებას. ჩვენ მოვემზადეთ ნებისმიერი სცენარის, ნებისმიერი მოვლენის, ნებისმიერი შესაძლებლობის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და ვიცით, რომ ამის მოგვარება შეგვიძლია,"- აღნიშნა არაღჩიმ.
მისივე თქმით, ირანი არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ვერ ხედავს აშშ-თან მოლაპარაკების მიზეზს.
"ჩვენ ორჯერ მოვილაპარაკეთ მათთან და ყოველ ჯერზე, ისინი თავს დაგვესხნენ მოლაპარაკებების შუაგულში, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და არ არსებობს ჩვენი მხრიდან აშშ-თან მოლაპარაკების მოთხოვნა," - აცხადებს არაღჩი.