18 ივნისი 2026,   19:56
ვრცლად
მყარად დავიცავ ბრიტანულ ღირებულებებსა და პრინციპებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი იქნება ზეწოლა სხვაგვარად მოქცევის - სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის კვლავ ერთგულია მისი გადაწყვეტილებების, არ ჩაერთოს ირანზე განხორციელებულ შეტევებში. 

მისი თქმით, "ბრიტანეთის დიდი ხნის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ [ირანის] რეჟიმისთვისაც და მსოფლიოსთვისაც საუკეთესო გზა ირანთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევაა, რომლის ფარგლებშიც ისინი უარს იტყვიან თავიანთ ბირთვულ ამბიციებზე". 

"სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული სამეფო არ შეუერთდებოდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ პირველად დარტყმებს.

ეს გადაწყვეტილება იყო გააზრებული. იგი ეროვნულ ინტერესებში შედიოდა და მე მას მხარს ვუჭერ"- აცხადებს სტარმერი 

სტარმერმა აღნიშნა, რომ იგი "მყარად დაიცავს" ბრიტანულ ღირებულებებსა და პრინციპებს, "მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი იქნება ზეწოლა სხვაგვარად მოქცევის". 

დღის ამბები