03 აგვისტო 2026,   10:30
ვრცლად
იერუსალიმში ირანული რაკეტის დაცემის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა - CNN

ისრაელის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, იერუსალიმის ერთ-ერთ უბანში ირანული რაკეტის მოხვედრის შემდეგ, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიჭრა - წერს CNN

მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები დაიწყო, ეს პირველი შემთხვევაა
, როდესაც რაკეტა უშუალოდ იერუსალიმში ჩამოვარდა.

„ჯგუფები იერუსალიმში რამდენიმე პაციენტს მკურნალობენ“, - აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში და ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს გზაზე გაჩენილი დიდი კრატერი და მის კიდეზე განადგურებული ავტომობილი.

ნამსხვრევები ფარავს ტერიტორიას დარტყმის ადგილის გარშემო, რის გამოც პოლიციამ
მოძრაობა გადაკეტა.

 

დღის ამბები