20 ივნისი 2026,   04:12
ვრცლად
ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი შედგა იმ დროს, როდესაც ორი ქვეყნის სამხედრო ძალები ირანის წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ საუბრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. კადრში ჩანს, რომ ნეთანიაჰუს სამუშაო მაგიდაზე, რეგიონის მასშტაბურ რუკასთან ერთად, დევს ტიმ ბუვერის წიგნი "მოკავშირეები ომში: როგორ ჩამოაყალიბა მოკავშირე სახელმწიფოებს შორის ბრძოლამ ომი და მსოფლიო“ (Allies at War: How the Struggles Between the Allied Powers Shaped the War and the World). აღნიშნული ნაშრომი მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკურ ისტორიას მიმოიხილავს.

საუბრის შინაარსის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.

დღის ამბები