04 აგვისტო 2026,   22:17
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის მეუღლემ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გიორგი ჯოხაძის მეუღლემ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მან მიზეზად მოსამართლეს განუცხადა, რომ გელა უძილაურის საქმეზე ჩვენება უკვე მიცემული აქვს. პროცესზე გამოიკითხა პოლიციელი. გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. დამკვეთად პროკურატურამ ოთარ რომანო ფარცხალაძე დაასახელა.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოძახებული იქნა რიგი მოწმეები. გიორგი ჯოხაძის მეუღლემ განაცხადა, რომ მას არ აქვს სურვილი მისცეს გამოძიებას ჩვენება. რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭაშვილს, არ გამოცხადდა. მანაც განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი თავისი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ასევე გამოძახებული იქნა დავით მიქაძის დაცვის თანამშრომელი, დავით ჩუბინიძე,. ბრალდების მხარე ამ საკითხს შეაფასებს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით განახორციელებს შემდეგ რეაგირებას. დაიკითხა ერთი მოწმე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ მიღებული ინფორმაცია და გაგრძელდა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები