საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე გუშინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რომელსაც თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე ემსხვერპლა.
ალექსანდრე ტაბატაძე ღრმა მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის გამო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სახელით, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.