პროდუქტებზე ფასის დარეგულირების მიზნით შექმნილი კომისია დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. მეოთხე შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. ისინი ძირითად პრობლემად ე.წ. ქეშბექს ასახელებენ.
საკითხზე საპარლამენტო კომისია სამთავრობო გუნდთან კოორდინირებულად მუშაობს. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ კარგად გათვლილი და შეთანხმებული ნაბიჯებით, სასურველი შედეგი მიიღწევა.