10 აგვისტო 2026,   18:20
ვრცლად
უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები და ფუნდამენტური თავისუფლებები - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიაზე გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით უკვე მიმართა. მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

"უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც აისახა გაუმჯობესებულ საერთაშორისო რეიტინგებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების 85%-ზე მეტით შემცირებით.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ სამჯერ შეამცირა სიღარიბე. მიუხედავად არა ერთი პროგრესისა, კვლავ რჩება მძიმე გამოწვევები. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. იქ მცხოვრებ მოსახლეობას ერთმევა ფუნდამენტური თავისუფლებები. ხვალ სრულდება ოთხი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, რამაც გამოიწვია უდიდესი ტანჯვა, იძულებითი გადაადგილება და ნგრევა. საქართველო ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებასა და დარღვევებზე პასუხისმგებლობის პრინციპს. მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს მტკიცე ერთგულება ადამიანის უფლებათა საყოველთაო პრინციპებისადმი.

ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული მმართველობის განვითარებას ქვეყნის შიგნით და კოლექტიური ძალისხმევის მხარდაჭერას ყველგან ადამიანის ღირსების დასაცავად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები