აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში გრძელდება. გიორგი ჯინჭარაძე ევროპარლამენტარ ლეო-ლუკა ორლანდოს შეხვდა.
განხილვის მთავარი თემა ჰუმანიტარული პროექტის განახლების შესაძლებლობა იყო, რომელიც საქართველო-იტალიას შორის დევნილი მოზარდებისთვის გაცვლით პროგრამას ითვალისწინებს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დელეგაციის წევრები და იტალიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.