02 აგვისტო 2026,   10:19
ვრცლად
ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები - სვანეთი "გემო ფესტს" მასპინძლობს

სვანეთი "გემო ფესტს" მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტრო ფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე იმართება. სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.

ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობს. მოწყობილია კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. ფესტივალს მუსიკალურად აფორმებენ ქართული ბენდები.

ამ მხარეში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული სეზონიც - ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვიზიტორების რაოდენობა წელს განსაკუთრებით გაზრდილია.

დღის ამბები