04 აგვისტო 2026,   16:31
ვრცლად
სკოლის მასწავლებელმა მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა - პროკურატურა

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედება განახორციელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით წარედგინა (ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტის გამოყენებით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღის ამბები