11 აგვისტო 2026,   07:53
ვრცლად
რატომ არ დაუჭირა გახარიას პარტიამ მხარი შშმ პირებისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტს - პარტიაში "საქართველოსთვის" არგუმენტების დასახელება უჭირთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახარიას პარტიაზე საუბრობს, რომელმაც შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივა ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება და ის პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 7-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცეს. 7-ვე მოწინააღმდეგე სწორედ გახარიას პარტიის წევრი იყო.

გახარიას პარტიაში დღეს თავის მართლება სცადეს და თქვეს, რომ ცვლილებას მხარი მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირეს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, თუმცა კონკრეტული არგუმენტები ვერ დაასახელეს.

არგუმენტი ვერც "ღამის კურიერში" გახარიას პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, გიგა ფარულავამ დაასახელა.

გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რომელზეც გიგა ფარულავამ "ღამის კურიერში" ისაუბრა, საკომიტეტო განხილვას ნამდვილად ესწრებოდა. გიორგი ენუქიძემ ცვლილების ინიციატორს, რატი იონათამიშვილს, მადლობაც გადაუხადა, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს.

გახარიას პარტიის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია საქართველოს უსინათლოთა კავშირი. ამბობენ, რომ ცვლილებები მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია.

კანონში ცვლილებების მნიშვნელობაზე ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს კანონმდებლებმა.

კანონპროექტი, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აბსოლუტურად უნაკლო და ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში მათი რესურსის სისუსტის მაჩვენებელია.

შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებას პარლამენტი მეორე მოსმენით მომდევნო კვირაში განიხილავს.

დღის ამბები