19 ივნისი 2026,   05:25
ვრცლად
"ომები და კრიზისები მძვინვარებს. ამერიკის ყურადღების ცენტრი იცვლება და ამის გამო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება" - ბორის პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, მსოფლიო წესრიგის ცვლილებაზე ისაუბრა.

ბორის პისტორიუსმა გამოსვლისას თქვა, რომ ამერიკის ყურადღების ცენტრი იცვლება და ამის გამო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება.

"ვერაფერს მივიჩნევთ თავისთავად მოცემულად. თავისუფლებას მთელ მსოფლიოში თავს ესხმიან, მსოფლიო წესრიგი ირღვევა, ომები და კრიზისები მძვინვარებს."

მისივე თქმით, ბოლო დღეებში მოკავშირეებთან შეხვედრებმა მას "რეალისტური, პრაგმატული და ფხიზელი ოპტიმიზმის" განცდა დაუტოვა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაშინ როცა აშშ უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს სტრატეგიული და ბირთვული მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

"თავისუფლებას მთელ მსოფლიოში თავს ესხმიან, მსოფლიო წესრიგი ირღვევა, ომები და კრიზისები მძვინვარებს. ამერიკის ყურადღების ცენტრი იცვლება და ამის გამო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი გარდაიქმნება. არის ეს პესიმიზმის მიზეზი? გულწრფელად რომ ვთქვა, ის ფაქტი, რომ აშშ ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, არასოდეს ყოფილა ნორმა. ეს ყოველთვის გამონაკლისი იყო. ასეთი გამონაკლისი შეთანხმებები მარადიული არ არის და არც უნდა იყოს," - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

დღის ამბები