"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
სოფლებში კონსულტაციები 10 თებერვლიდან დაიწყო და, 26 თებერვლის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის 67 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
შეხვედრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი მართავს.