10 აგვისტო 2026,   18:42
ვრცლად
თბილისში მყოფი ხორვატიის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს

ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს თბილისში მყოფი ხორვატიის პრეზიდენტი. დაგეგმილია ზორან მილანოვიჩის შეხვედრები მის ქართველ კოლეგასთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ხორვატიის პრეზიდენტი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ.

დღის ამბები