20 ივნისი 2026,   03:58
ვრცლად
პორტუგალიაში, ძლიერი წვიმისა და ქარბუქის პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება - სტიქიის შედეგად დაზარალებულ სამ მუნიციპალიტეტს კენჭისყრის ერთი კვირით გადადება მოუწია

პორტუგალიაში, ძლიერი წვიმისა და ქარბუქის პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში ერთმანეთს სოციალისტური პარტიის კანდიდატი ანტონიო ხოსე სეგურო და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, "ჩეგას" ლიდერი ანდრე ვენტურა უპირისპირდებიან. ოფიციალური შედეგები 20:00 საათიდან იქნება ცნობილი.

ბოლო კვირებში, შტორმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, სამხრეთ და ცენტრალურ პორტუგალიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სამ მუნიციპალიტეტს კენჭისყრის ერთი კვირით გადადება მოუწია, რამაც დაახლოებით 37 000 რეგისტრირებულ ამომრჩეველზე იქონია გავლენა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს.

შტორმით დაზარალებულ რაიონებში სეგუროსა და ვენტურას მიერ საარჩევნო კამპანიების დასრულების შემდეგ კი, გამოკითხვების უმეტესობა მიუთითებდა, რომ სეგურო ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, რაც ვენტურას მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ აღემატება.

დღის ამბები