10 აგვისტო 2026,   18:36
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე 30-ზე მეტ კომპანიასთან ერთად წარდგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს. 

IMTM 2026-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, გამოფენაში ჩართულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები.

IMTM 2026-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, ვიზიტორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ.  

ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2026-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს, გამოფენაზე 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.

დღის ამბები