10 აგვისტო 2026,   14:45
ვრცლად
ქუთაისში, კანონის დარღვევით მიერთებულ რამდენიმე კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეეზღუდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო დაერთებების გამოვლენას აგრძელებს.

ქუთაისში, კანონის დარღვევით მიერთებულ რამდენიმე კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეეზღუდა. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით და მიზნად ისახავს რესურსის სამართლიან განაწილებასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უკანონო დაერთებების გამოვლენისა და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ მომხმარებლების გაფრთხილება კომპანიამ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.

დღის ამბები