საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, გუშინ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაზით დატვირთული ტრაილერის გადაბრუნების გამო, საავტომობილო მოძრაობა მთელი ღამის განმავლობაში, ამ დრომდე, პარალიზებული იყო.