03 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებთან ერთად, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1962 წელს დაბადებული თ.ქ. და 1998 წელს დაბადებული ჯ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე  მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 1962 წელს დაბადებულმა თ.ქ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ ტრაილერში არსებული სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი "კარწახის" გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ჯ.ბ.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.

ოლქში, საარჩევნო შტაბში, შევიდნენ. მედია, წერს, რომ აგენტები კომპიუტერების და ბიულეტენების, ამოღებას ცდილობდნენ. "როიტერი" წერს, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო და მალე ამისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებოდნენ", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები