10 აგვისტო 2026,   15:06
ვრცლად
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, სანთლის ანთების ტრადიციული ცერემონია შედგა. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ 6 მილიონზე მეტ ებრაელს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

"ჰოლოკოსტი ცივილიზებული სამყაროსთვის უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც ყველა ქვეყანას უნდა ახსოვდეს. ახალგაზრდებს უნდა მოვუყვეთ, რამხელა ტრაგედია დატრიალდა ადამიანების ხელით, იმისთვის, რომ არასდროს განმეორდეს ეს უბედურება. სამყარო ადამიანებისთვის სიყვარულისა და სიკეთის მომტანი უნდა იყოს," - აღნიშნა კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.

ჰოლოკოსტის ხსოვნის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა ისრაელის ელჩმა, ვალიდ აბუ ჰაიამ მიმართა.

"დღევანდელი დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურია. ვიხსენებთ იმ 6 მილიონ ადამიანს, რომლებიც ჰოლოკოსტმა იმსხვერპლა. ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ის ადამიანური კატასტროფა რომელიც მოხდა, არამედ ის მიზეზებიც რომელმაც ეს გამოიწვია. ჰოლოკოსტი - სიტყვებით, ადამიანების დეჰუმანიზებით დაიწყო. მთავარი მორალური გზავნილია, რომ ჩვენ შესაძლოა განსხვავებულები ვიყოთ თუმცა ერთმანეთის მიღება უნდა შეგვეძლოს. მაგალითად საქართველოში ებრაელები 2 600 წელია ცხოვრობენ ქართველებთან ერთად, ჰარმონიაში," - განაცხადა ვალიდ აბუ ჰაიამ.

დღის ამბები