ადამიანი, რომელმაც ანტიკური ხანის ტექნოლოგია თანამედროვე ხელოვნებად აქცია - ვაჟა ქუთათელაძე ოქრომჭედელი და ცვარას ტექნიკის ოსტატია.
"ცვარა" მიკროგრავირების განსაკუთრებული ფორმაა - სინათლის კონტროლის ტექნოლოგია, რომლითაც სამკაული ოქროსა და ვერცხლის უმცირესი, ხელით დამუშავებული ბურთულებით იფარება.
როგორ იქმნება სამკაული ცვარას ტექნიკით და როგორ ინარჩუნებს ქართული ოქრომჭედლობა იდენტობას - ვაჟა ქუთათელაძის სახელოსნო "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟში.