04 აგვისტო 2026,   00:02
ვრცლად
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება კომპლექსი, რომელიც ორ ბლოკს და დამხმარე რვა შენობას გააერთიანებს.

27 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება 180 ვოლიერი, წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემებით. მოეწყობა შიდა ეზო, სადაც ძაღლებს გაასეირნებენ.

მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 9 მილიონამდეა.

დღის ამბები