03 აგვისტო 2026,   22:13
ვრცლად
"ყველა ეს მოწმე ადასტურებს, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ თავად რომეო მიქაუტაძესთან" - საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. მხარეებმა უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მოწმეები, რომლის გამოკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი. დღეს პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების საკითხი გადაისინჯა, ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დარჩა. 

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

"ყველა ეს მოწმე ადასტურებს, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ თავად რომეო მიქაუტაძესთან. მათთან ჩვენ არანაირი შეკითხვები არ გაგვაჩნია. უკვე დაკითხულია მოწმეთა უმრავლესობა და აღარ არსებობს მათზე ზემოქმედების არანაირი საფრთხე, რომელიც სინამდვილეში თავიდანვე არ არსებობდა, თუმცა სასამართლომ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება და ძალაში უნდა დარჩეს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიებები", - აცხადებს რომეო მიქაუტაძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე.

დღის ამბები