ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარუდგინონ. გოჩა ჯინჭარაძე და მანუჩარ შავიშვილი სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე აიყვანეს.
დაკავებულებს სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით თანხის დამალვაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, სხვადასხვა პროდუქციის დეკლარირებისას მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად ათჯერ ნაკლები თანხა მიუთითეს. ბრალდების მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ, რის გამოც ძიება გრძელდება.
უკვე დაკავებულებს კი 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ელით.